ჯო ბაიდენი - არც ერთ პრეზიდენტს არ მივცემთ უფლებას, ჩაახშოს ჩვენი ხმა
ჯო ბაიდენი - არც ერთ პრეზიდენტს არ მივცემთ უფლებას, ჩაახშოს ჩვენი ხმა

არც ერთ პრეზიდენტს არ მივცემთ უფლებას, ჩაახშოს ჩვენი ხმა, – ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არც ერთ პრეზიდენტს არ მივცემთ უფლებას ჩაახშოს ჩვენი ხმა. არ მივცემთ უფლებას მათ, ვისაც ქაოსის გამოწვევით სურთ, ყურადღება გადაგვატანინონ იმ ნამდვილი ტკივილისგან, რაც ამ პროტესტის რეალური მიზეზია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კონგრესს პოლიციის რეფორმისკენ მოუწოდა.

„ისეთი კანონმდებლობის მიღების დროა, რომელიც კანონის შესაბამისად, თანასწორი დაცვის შესახებ კონსტიტუციურ დაპირებას რეალურად აასრულებს“, – აღნიშნა  დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ჯო ბაიდენის თქმით, სისტემურ რასიზმთან გამკლავების დრო მოვიდა.

„ჩვენ ვერ დავტოვებთ ამ მომენტს, ვიფიქროთ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევბრუნდებით და არაფერს გავაკეთებთ. ამჯერად ასე ვერ მოვიქცევით. მოვიდა დრო ჩვენი ერისთვის, გაუმკლავდეს სისტემურ რასიზმს, გაუმკლავდეს მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობას, რომელიც ჩვენს ერში არსებობს“, – განაცხადა ბაიდენმა.