ჯო ბაიდენი ამერიკულ ბიზნესს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახადონ
ჯო ბაიდენი ამერიკულ ბიზნესს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახადონ

ჯო ბაიდენი ამერიკულ ბიზნესს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახადონ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკის მდგრადობა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.

„მოგიწოდებთ, დაავალდებულეთ თქვენი თანამშრომლები, გაიკეთონ აცრა. ვაქცინაციით ჩვენ ამ პანდემიას დავასრულებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გველის დაუსრულებელი ქაოსი საავადმყოფოებში, ზიანი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას მიადგება და შფოთვა სკოლებში“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური მოხელეებისთვის და იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა. ეს ბრძანება ეხება დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოქალაქეები, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილან, ქვეყნის ეკონომიკას უქმნიან საფრთხეს.

აუცრელების პანდემიამ გადაავსო ჩვენი საავადმყოფოები. აუცრელი ადამიანების გამო არ არის ადგილი მათთვის, ვისაც გულის შეტევა აქვს ან ონკოლოგიური ოპერაცია აქვს დაგეგმილი. აუცრელი ადამიანები ასევე უქმნიან საფრთხეს ჩვენს ეკონომიკას, რადგან ხალხს არ სურთ სახლიდან გამოსვლა იმ ადგილებშიც კი, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს“, – განაცხადა ბაიდენმა.