ჯო ბაიდენი ამერიკელებს დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს
ჯო ბაიდენი ამერიკელებს დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა, ადრე თუ გვიან აშშ-ში გამოვლინდება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.

„ადრე თუ გვიან ჩვენ ვიხილავთ ახალი ვარიანტის შემთხვევებს აქ, შეერთებულ შტატებში. გთხოვთ, ატარეთ პირბადეები, როდესაც დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ადგილებში სხვა ადამინების მახლობლად იმყოფებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი არის შეშფოთების მიზეზი, თუმცა არა პანიკის. მისი თქმით, ის არ ხედავს ამ ეტაპზე ლოკდაუნის საჭიროებას, თუ ხალხი აიცრება და პირბადეებს ატარებს.