ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესახებ საუბარს აპირებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესახებ საუბარს აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესახებ გაესაუბრება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაიდენის თქმით, აპირებს, ზელენსკისთან განიხილოს მისი თხოვნა, რომელიც უფრო თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას ეხება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას გადასცეს თანამედროვე F-16-ის ტიპის თვითმფრინავები.

ამასთან, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებენ.