ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარების შეტევა კურსკის ოლქზე რუსეთის პრეზიდენტისთვის ნამდვილი დილემაა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარების შეტევა კურსკის ოლქზე რუსეთის პრეზიდენტისთვის ნამდვილი დილემაა.
„ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე შეტევა მიმდინარეობს“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ეს ამერიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.