ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში სი ძინპინთან შეხვედრას იმედოვნებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში სი ძინპინთან შეხვედრას იმედოვნებს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

„იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სი ძინპინს კვლავ შევხვდები“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

14 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი ოფიციალურად დადასტურდა.

ბლინკენის ვიზიტი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერი გასულ წელს შეთანხმდა, 2023 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა გადაიდო. ამის შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა. მედიის ცნობით, სწორედ ამ სიტუაციის დასტაბილურების გამო ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩინეთში.