ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სი ძინპინს ტაივანის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სი ძინპინს ტაივანის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ტაივანის საკითხი იყო.

ბაიდენის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ტაივანის შეთანხმების დაცვა.

„სი ძინპინს ვესაუბრე ტაივანთან დაკავშირებით. ვთანხმდებით, რომ შეთანხმება უნდა იყოს დაცული. მე მასთან საუბრის დროს ნათლად დავაფიქსირე,რომ შეთანხმება უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც „როიტერი“ წერს, სავარაუდოდ, ბაიდენი ჩინეთის პოლიტიკაზე მიუთითებდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ოფიციალურად აღიარებს პეკინს, ასევე „ტაივანთან ურთიერთობის აქტს“, რომელიც ნათელს ხდის, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს პეკინთან, დაფუძნებულია ტაივანის მომავლის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მოლოდინზე.

ტაივანი პეკინს რეგიონში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრაში დებს ბრალს. ტაივანის განცხადებით, მათ საჰაერო ზონაში რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავი შევიდა ჩინეთიდან.