ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის გამო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის გამო.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ არ მოხდეს ომის ესკალაცია და ჩვენ განვაგრძობთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების საკითხზეც, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ იარაღის გამოყენების უფლების გაცემის შესახებ მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმებაზე, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმები განახორციელოს.