ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას აპირებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას გეგმავს.

„ხალხმა უნდა დაუჯეროს მეცნიერებას, ექიმებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის პირბადის ტარებას არ აპირებს.