ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში თუ ჩაერევა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში თუ ჩაერევა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, თუკი რუსეთი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

სპეციალურ განცხადებაში ბაიდენი მიმართავს რუსეთს და სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც დასახლებული არ არის.

„მე გავაფრთხილე კრემლი და სხვა უცხო ქვეყნების მთავრობები. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩვენს არჩევნებში ჩარევას მტრულ ნაბიჯად განვიხილავ. მე გამოვიყენებ ჩემს უფლებამისლებას, რათა დამრღვევმა ქვეყანამ გრძელვადიანი შედეგი იგრძნოს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე- პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის მზადაა, დაუწესოს სანქციები ფინანსურ სექტორს, ასვე გაყინოს აქტივები, ჩაატაროს კიბეროპერაციები და გამოავლინოს კორუფციული გარიგებები.

ბაიდენის განცხადებით, მას არ სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა, მაგრამ საპახუხო ზომებს, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს.