ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა განაცხადა „არა“.
რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს. აღნიშნული ინიციატივის მომხრეა ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც.
აშშ–ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად ოფიციალურად ჰყავს აღიარებული კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.