ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ომიკრონი“​ აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ომიკრონი“​ აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება, რაც აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება.

ჯო ბაიდენმა მოუწოდა მოქალაქეებს, სწრაფად გაიკეთონ ვაქცინის მესამე დოზა, რათა ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგი თავიდან იყოს აცილებული.

„ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა

ამჟამად „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 36 შტატშია აღრიცხული.

დატოვე კომენტარი