ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, იმუშაოს ნებისმიერ რესპუბლიკელთან, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება სურს

23:06, 25.03.2021

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, იმუშაოს ნებისმიერ რესპუბლიკელთან ერთად, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

„ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს მოუწევთ, განსაზღვრონ, შეგვიძლია ჩვენ ერთად მუშაობა, თუ ისინი გადაწყვეტენ, გაყონ ქვეყანა და გააგრძელებენ ქვეყნის დაყოფის პოლიტიკას“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა.

მსგავსი