ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენა ეგვიპტეში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მასზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

„კლიმატური კრიზისი ეხება კაცობრიობის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს უსაფრთხოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავად პლანეტის სიცოცხლეს. მე აქ ვდგავარ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი და ვაცხადებ, რომ აშშ შესრულებს გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით აღმბულ ვალდებულებას 2030 წლისთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მსოფლიოს მთავრობების წარმომადგენლებმა უნდა შეასრულონ კლიმატური ვალდებულებები იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ფოკუსი ახლა სხვა საკითხებისკენ არის მიმართული, იქნება ეს ევროპაში მიმდინარე ომი, თუ მზარდი ინფლაცია.

მისი თქმით, რუსეთის ომი მხოლოდ ხაზს უსვამს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების საჭიროებას.

„ამ ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაორმაგოთ ჩვენი კლიმატური ვალდებულებები. რუსეთის ომი მხოლოდ ხაზს უსვამს მსოფლიოს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებიდან გადასვლის საჭიროებას“, -განაცხადა ბაიდენმა.