ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას მისი ადმინისტრაცია სწავლობს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას მისი ადმინისტრაცია სწავლობს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას მისი ადმინისტრაცია სწავლობს.

„ჩვენ ახლა ვამოწმებთ ინფორმაციას. მომხდარის შესახებ ორი ურთიერთგამიმრიცხავი ვერსია არსებობს. ჯერ არ მაქვს პასუხი“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს შემთხვევა მოლაპარაკებებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ მძევლების შესახებ შეთანხმება და პოტენციური ცეცხლის შეწყვეტა, შეიძლება, მალე იყოს მიღწეული.

„იმედი ყოველთვის არსებობს“,- განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.