ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის დაბომბვის გამო ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს და ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობის შემადგენლობა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დაბომბვის გამო გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.
„ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. ჰყავს ევროკავშირი, ჰყავს ევროპა, ჰყავს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის დაბომბვებით“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობის შემადგენლობა, ისევე როგორც თავისი პოზიცია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ“.
ამასთან, ბაიდენმა დასძინა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ისრაელს ამის „სრული უფლება აქვს“.