ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების შუა პროცესში ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ ჩემს კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ძალისხმევა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარის ძალისხმევას არ დებს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად.