ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას მეტ არტილერიას გაუგზავნის

23:49, 19.04.2022

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე, აშშ უკრაინას დამატებით საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის.

მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

კერძოდ, „სიენენის“ ინფორმაციით, პორტსმუთში ჩასვლისას ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან უპასუხა „დიახ“.

არსებული ინფორმაციით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, აშშ-მა უკრაინას 3.2 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მათ შორის 2.6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება 24 თებერვალს, კონფლიქტის დაწყების შემდეგ გადაეცა.

მსგავსი