ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

ჯო ბაიდენმა აშშ-ისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი აზრით, აშშ-ისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, ჩვენი უსაფრთხოებისა და ალიანსების დარღვევის კუთხით, რუსეთი წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით, „პუტინი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მასზე დეზინფორმაცია გაავრცელოს. ამასთან, ბაიდენმა ჩინეთს აშშ-ის მთავარი კონკურენტი უწოდა.

რაც შეეხება აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, მისი მოსაზრებით, ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს.