ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარებას ვერაფერი შეაჩერებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარებას ვერაფერი შეაჩერებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება დელავერში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, არჩევნების შედეგების აღიარებაზე დონალდ ტრამპის მიერ უარის თქმის მიუხედავად.
7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა მსოფლიო ლიდერების ნაწილმა.
აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დამარცხება არ უღიარებია. ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა და შედეგები უნდა გასაჩივრდეს.