ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან „ნამდვილ ომში“ თუ აღმოჩნდება, ეს კიბერთავდასხმის შედეგი იქნება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან „ნამდვილ ომში“ თუ აღმოჩნდება, ეს კიბერთავდასხმის შედეგი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან „ნამდვილ ომში“ თუ აღმოჩნდება, ეს კიბერთავდასხმის შედეგი იქნება.

ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კიბერუსაფრთხობა ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის სათავეში მოექცა ისეთ მსხვილ ობიექტებზე კიბერთავდასხმების შემდეგ, როგორიცაა კომპანიები, SolarWinds და Colonial Pipeline, ხორცის გადამამუშავებელი კომპანია JBS და პროგრამული ფირმა Kaseya. კიბერთავდასხმების შედეგად აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ენერგორესურსებისა და სურსათის მიწოდება შეფერხდა.

„ვფიქრობ, დიდი ალბათობით, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ომში, ნამდვილ ომში მსხვილ სახელწმიფოსთან – ეს იქნება კიბერუსაფრთხოების დარღვევის შედეგი და შესაძლებლობები იზრდება გეომეტრიული პროგრესიით“, – აღნიშნა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.