ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვალყური ადევნოს დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვალყური ადევნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა, თვალყური ადევნოს ტრამპის სასამართლო პროცესს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით უპასუხა: „არა, არ ვაპირებ“.
ბაიდენმა უარი თქვა ტრამპის მიმართ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებაზეც.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მას ბრალი ედება ოთხ ეპიზოდში, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ.