ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ბაიდენის თქმით, სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყება.

„ერაყში ჩვენი მისია ერაყელი სამხედროების გადამზადება იქნება. ასევე, დავეხმარებით ერაყის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.