ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სიმსივნის დამარცხებას შეძლებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სიმსივნის დამარცხებას შეძლებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და მისი პროგნოზიც კარგია.

დელავერის შტატის ქალაქ ნიუ კასლში ვეტერანთა მემორიალურ პარკში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი და მოლოდინია, რომ სიმსივნეს დაამარცხებს.

გასულ კვირას ბაიდენის ოფისმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის სიმსივნის „აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ძვლებზეც გავრცელდა.