ჯო ბაიდენი – 30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას
30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, – წერს ჯო ბაიდენი.
Putin’s invasion of Ukraine has driven up gas prices and food prices all over the world. 70% of the increase in prices in March came from the Putin Price Hike.
I’m doing everything I can to bring down prices and address the Putin Price Hike.
— President Biden (@POTUS) April 12, 2022