„ჯივიპისა“ და „რუსთავის წყლის“ სერვისცენტრები მომხმარებლების მიღებას დღეიდან განაახლებენ
„ჯივიპისა“ და „რუსთავის წყლის“ სერვისცენტრები მომხმარებლების მიღებას დღეიდან განაახლებენ

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“ დღეიდან სერვისცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ.

კომპანიის ინფორმაციით, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ყველა სერვისცენტრში.

„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: „ჯივიპის“ მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] და რუსთავის წყლის შემთხვევაში – [email protected]სერვისცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.