„ჯივიპი“ თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემას გააუმჯობესებს
„ჯივიპი“ თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემას გააუმჯობესებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ახალი ტუმბოების  დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში  ახორციელებს.

ჯივიპის“ ინფორმაციით, ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები   მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც ჩატარდება, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება.

აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის  წყალი მიიღოს.

ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების  მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 ივლისისთვის დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს.