ჯინ შაჰინი - უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს აშშ-ისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს
უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს აშშ-ისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, ნატო-ს ქვეყანაშიც შეიჭრას.
„უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ამას რეალური მნიშვნელობა აქვს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან რუსეთი ამ ომში თუ გაიმარჯვებს, ეს ვლადიმირ პუტინს მისცემს საშუალებას, ნატო-ს ქვეყანაშიც შეიჭრას. ეს გააძლიერებს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და ეს კარგი არ იქნება არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის“, – განაცხადა შაჰინმა.