ჯინ შაჰინი – მოხარული ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრით, რათა გავიგოთ, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაუჭიროს მხარი საქართველოს ინსტიტუტებს
მოხარული ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრით, რათა გავიგოთ, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაუჭიროს მხარი საქართველოს ინსტიტუტებს და მმართველი სტრუქტურების განმტკიცებას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, დინამიური სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის იმედისმომცემი ნიშანი.
„ძლიერი, დინამიური სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის იმედისმომცემი ნიშანი. მოხარული ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრით, რათა გავიგოთ, როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთ დაუჭიროს მხარი საქართველოს ინსტიტუტებს და მმართველი სტრუქტურების განმტკიცებას“, – წერს ჯინ შაჰინი.
A strong, vibrant civil society is a promising sign for democracy. Grateful to meet with Georgia’s civil society leaders to understand how the U.S. can better support Georgia in strengthening its institutions and governance structures. pic.twitter.com/2lmhtCN2Yj
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) June 3, 2021