ჯინ შაჰინი – ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს
ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს, – ასე აფასებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას.
„აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“, – წერს ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
The U.S. Senate is clear in its bipartisan message to Georgia: we are deeply discouraged by new developments undermining democratic reforms agreed to in 4/19 agreement. A failure to advance democracy in Georgia hurts the Georgian people. https://t.co/Nzgpifq4up
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) July 30, 2021