ჯინ შაჰინი - დროა, აშშ-ის ადმინისტრაციამ დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ჯინ შაჰინი - დროა, აშშ-ის ადმინისტრაციამ დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე

ეს არის ქვეყანა და ხალხი, რომელიც შეერთებული შტატების გვერდით იდგა, და ახლა დროა, ჩვენც დავდგეთ მათ გვერდით, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ ამიტომ არის ასეთი შემაშფოთებელი ის, რაც ქვეყანაში ხდება და ამიტომ გვჭირდება ჩვენი მთავრობის მხრიდან ქმედებები, რათა დაგმოს ის, რაც იქ ხდება“, – ამბობს სენატორი.

შაჰინი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ის იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ აშშ არ აკეთებს საკმარისს.

„რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები? როგორ ვეხმარებით ქართველ ხალხს?მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ მომენტზე შესაბამისად მოქმედებას და ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემას. „ქართულ ოცნებას“ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება თავისი ქმედებებისთვის, როდესაც ის უგულებელყოფს ხალხის ნებას და პუტინის ავტორიტარულ სახელმძღვანელოს მიჰყვება. არის ადამიანის უფლებების დოკუმენტირებული დარღვევები, მაგრამ სახაზინო დეპარტამენტმა არ დააწესა სანქციები არცერთი თანამდებობის პირის მიმართ მათი ქმედებებისთვის. დროა, ადმინისტრაციამ დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.