ჯინ შაჰინი - აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს, არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი რომ იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით
ჯინ შაჰინი - აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს, არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი რომ იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

მისივე თქმით, არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი რომ იყოს, მნიშვნელოვანია, რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-იც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც ამ პროცესს გაუწევენ უშუალოდ ადგილზე დაკვირვებას. იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

დატოვე კომენტარი