ჯინ შაჰინი - არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში, ჩვენ ვდგავართ ქართველი პარტნიორების გვერდით
ჯინ შაჰინი - არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში, ჩვენ ვდგავართ ქართველი პარტნიორების გვერდით

ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად – ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ავრცელებს.

„13 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რამაც დაიწყო საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს ასევე აღნიშნავს პუტინის ომის დაწყებას დემოკრატიასთან. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, – აცხადებს ამერიკელი სენატორი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.