ჯინ შაჰინი - 2012 წლის არჩევნების მომდევნო წლებში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს
ჯინ შაჰინი - 2012 წლის არჩევნების მომდევნო წლებში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს

2012 წლის არჩევნების შემდეგ, მომდევნო წლებში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, – ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება, თუ რა მოხდება.

„ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.

მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა, ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა, ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ“, – განაცხადა შაჰინმა.