ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და ირლანდიაში ვერ ითამაშებს
ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და ირლანდიაში ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ირლანდიაში კიდევ ერთი დანაკლისით გაემგზავრება. შეკრებაზე დაშავებული გიორგი მერებაშვილის შემდეგ გუნდს ჯიმი ტაბიძეც გამოაკლდა.

შვეიცარიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიასთან (0:2) ტაბიძე „ჯვაროსნების” ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველივე ტაიმში მეტოქესთან შეტაკებისას დაშავდა, თავშეხვეული თამაშობდა, მაგრამ მოედანზე დარჩენა ვეღარ მოახერხა და მე-60 წუთზე შეცვალეს.

„ჯიმი ტაბიძე დაშავდა და ირლანდიასთან მინიმუმ ეს შეცვლა იქნება. მან ტვინის შერყევა მიიღო, ახლა ექიმები აკვირდებიან და ჩვენთან ერთად დუბლინში ვერ გამოფრინდება. ამ და სხვა მიზეზების გამო, 26 მარტს ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლები აუცილებლად იქნება,” – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.