ჯიმი ბატლერის მორიგი ფენომენალური მატჩი - ფინალურ სერიას ინტრიგა კვლავ დაუბრუნდა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპეფინალურ სერიაში გულშემატკივარი კიდევ მინიმუმ ერთ მატჩს იხილავს. „მაიამიმ“ „ლეიკერსი“ სერიის მეხუთე შეხვედრაში 111-108 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3-2 გახადა.

მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ჯიმი ბატლერმა. მის ანგარიშზე 35 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასია. 26 ქულით დაასრულა მატჩი დანკან რობინსონმა.

ლებრონ ჯეიმსის სუპერშედეგიანი მატჩის მიუხედავად, „ლეიკერსმა“ ჩემპიონის სანატრელი ტიტული ჯერჯერობით კვლავ ვერ მოიპოვა. „მეფემ“ 40 ქულასთან ერთად 13 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. გადამწყვეტი სროლა ჯეიმსმა საკუთარ თავზე არ აიღო და პასი დენი გრინს მისცა, რომელმაც ხელსაყრელი ტყორცნის გამოყენება ვერ შეძლო. ენტონი დევისმა 28 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ლეიკერსსა“ და „მაიამის“ შორის სუპერფინალური სერიის რიგით მეექვსე მატჩი ორლანდოში, ორშაბათს შედგება.