ჯიმ რიში - ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია, თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ
ჯიმ რიში - ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია, თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ

ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია, თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორ შაჰინთან ერთად 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა და ფიქრობდნენ, რომ ეს ახალი დასაწყისი იქნებოდა.

თუმცა, ჯიმ რიშის განმარტებით, იმედგაცრუებული არიან იმით, რაც საქართველოში ხდება.

„სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნები იყო. ვფიქრობდით, რომ ეს ახალი დასაწყისი იქნებოდა. ამის შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია. თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ მუმდივად ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“, – აღნიშნა რიშმა.