ჯიმ რიში - მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებითა და შეთანხმების პირობის შესრულებით, ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს ადგილებს პარლამენტში
ჯიმ რიში - მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებითა და შეთანხმების პირობის შესრულებით, ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს ადგილებს პარლამენტში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, იგი მოხარულია ნიკა მელიას გათავისუფლებითა და შეთანხმების პირობის შესრულებით.

მისივე თქმით, ახლა ელოდება, რომ ყველა პარტია დაიკავებს თავის ადგილს საქართველოს პარლამენტში.

„მოხარული ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ ლიდერ ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებით და 2021 წლის შეთანხმებით დადებული პირობის შესრულებით. ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში და ერთად იმუშავებს“, – წერს ჯიმ რიში.