ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი - ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი - ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ჯიმ რიში და „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორი ოპოზიციონერი ლიდერის შეწყალებას ეხმაურებიან.

„მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას დღევანდელ შეწყალებას და საპატიმროდან გათავისუფლებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში.

დღევანდელი გათავისუფლება არის ძლიერი გზავნილი ყველა იმ პირისთვის, ვინც მუშაობდა შეთანხმების მისაღწევად და ვინც ხელი მოაწერა მას, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ის მიღწეული იქნება.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ ვიხილოთ შეთანხმებული ცვლილებების განხორციელება საარჩევნო სისტემაში, როდესაც საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდება მუშაობას მომავალ კვირებში, ასევე მედიამფლობელის, ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დააკავეს დეკემბერში ცრუ ბრლადებებით“, – ნათქვამია ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.