ჯიმ რიში - აშშ გააგრძელებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას
ჯიმ რიში - აშშ გააგრძელებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სენატში, ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენებზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

რიში მოსმენების დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო ამჟამად კრიტიკულ მომენტში იმყოფება. სენატორი შექმნილი კრიზისის დასრულებისა და რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. მისმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ მიმდინარე კრიზისი და შეთანხმდნენ რეფორმებზე ქვეყნის მომავლის გასაუმჯობესებლად. აშშ გააგრძელებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.