ჯიმ რიში – აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია
ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს.
„მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, კარგად ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ქართველ ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს დაწესდა დაგვიანებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“,-განაცხადა რიშმა.
Despite the opposition boycott, the Georgian parliament has moved forward to install an openly anti-Western politician as president. The gov’t’s attempt to reject Georgia’s friends is noted, but we will not give up on its people.
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) December 30, 2024