ჯიმ რიში - 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო
ჯიმ რიში - 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს ეხმაურება.

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, – წერს ჯიმ რიში „ტვიტერში“.