ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან
ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ჯიმ ო’ბრაიენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება.

„ვულოცავთ ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან“, – წერს სოციალურ ქსელში.