ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. მათ შორის, ზურაბ ბუდაღალაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატები გირაოსთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, ბრალდებულების კონტროლის შუამდგომლობას აყენებენ.

რაც შეეხება გირაოს თანხებს, ადვოკატებმა 3000-დან 5000-მდე ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობები დააყენეს.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.