ჯესი ჯეის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

20:02, 08.05.2019

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეის (Jessie J) ბილეთების გაყიდვა დღეს 20:00 საათზე დაიწყო. ბილეთების ფასი საიტებზე – TKT.ge და Eventer.ge სექციების მიხედვით 50-დან 250 ლარამდეა.

ჯესი ჯეის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს 20:00 საათზე გაიმართება.

მომღერალს მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

მსგავსი