ჯერემი ჰანტი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა, შეთანხმების ხელმოწერის გარეშე მოხდეს
ჯერემი ჰანტი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა, შეთანხმების ხელმოწერის გარეშე მოხდეს

იმ შემთხვევაში, თუ Brexit – ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროკავშირის დამოკიდებულება არ შეიცვლება, ორგანიზაციიდან ბრიტანეთის გასვლა შეთანხმების ხელმოწერის გარეშე მოხდება. ამის შესახებ განცხადება „ბრექსითის“ საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა გააკეთა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

ჰანტის თქმით, ევროკავშირში ბევრი თვლის, რომ უნდა დაიცადონ და ბრიტანეთი დანებდება, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება. ჰანტის თქმით, მსგავსი სცენარი ძალიან რთული იქნება დიდი ბრიტანეთისთვის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ეს ხელს ვერ შეუშლის .

შეგახსენებთ, 19 ივლისს ევროკომისიამ ბრიტანეთის ბლოკიდან გამოყოფის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა , სადაც საუბარია, რომ მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა, ჩაიშალოს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2019 წელს გავა. ამის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ე.წ. გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს, რა დროსაც მხარეები თანამშრომლობის შემდგომ მოდელზე უნდა შეთანხმდნენ.