ჯერდან შაკირი - „ლივერპულისთვის“ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ჯერდან შაკირი - „ლივერპულისთვის“ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ჯერდან შაკირი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის წელს ინგლისის ჩემპიონატის მოგება უმნიშვნელოვანესია.

„პრემიერლიგის ჩემპიონობა კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ციტირებს შაკირის სიტყვებს Goal. – რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ.

დიდი გუნდი ყოველ წელს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს. გამარჯვებულის მენტალიტეტი, მწვერვალზე ყოფნის მუდმივი მცდელობა „ლივერპულის“ მთავარი ამოცანაა“.