ჯერ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს, სულ მალე ორ საჩვენებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მატჩები ავსტრალიაში 10 და 12 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ჩოგბურთელის ოფიციალური გვერდი წერს.
სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა შეძლებს თუ არა “დიდი სლემის” ტურნირების 12-გზის ჩემპიონი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო 2018 წლის სეზონის დაწყება იდაყვის ტრავმის გამო. სერბმა აბუ დაბისა და დოჰას ტურნირებიდან გამოიტანა განაცხადი. სწორედ ამ დაზიანების გამო, ნოვაკს 2017 წლის ივლისის შემდეგ არ ჩაუტარებია არც ერთი ოფიციალური შეხვედრა.
ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს დაიწყება.