ჯენ ფსაკი - ჯო ბაიდენი მზად არის, უკრაინაში წავიდეს, ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაგზავნის გეგმები არ არის. როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, ამის შესახებ ჯენ ფსაკიმ ერთ-ერთი პოდკასტის წამყვანთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მზად არის ყველაფრისთვის.
„ის მზად არის ყველაფრისთვის, ამ კაცს უყვარს სწრაფი მანქანები და ავიატორები. ის მზად არის, უკრაინაში წავიდეს – ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში“, – აღნიშნა ფსაკიმ.
მანამდე, თავად ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ პირადად მზად არის უკრაინაში წასასვლელად.