ჯემალ ტაბიძე სიმბოლურშია
ჯემალ ტაბიძე სიმბოლურშია

საქართველოს ნაკრების მცველი რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საუკეთესო 11 მოთამაშეს პრემიერლიგის ვებ-გვერდმა დაასახელა.

გვერდი ტურის გამორჩეულ მოთამაშეებს სტატისტიკის და ანალიზის ავტორიტეტული კომპანია „ინსტატ ინდექსის“ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

„უფამ“ საკუთარ მოედანზე ყაზანის „რუბინთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0. ამაში დიდი როლი ქართველმა მცველმა ითამაშა, რომელსაც ჯამში 314 ქულა დაუგროვდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. ტაბიძე ამ მონაცემით გამორჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა.

„ჯემალ ტაბიძე თავისი ამპლუის მოთამაშეებს შორის გამოირჩეოდა – „უფას“ ცენტრალურმა მცველმა ექვსი წარმატებული ართმევა გააკეთა, ხოლო მისმა გუნდმა „რუბინთან“ გოლი არ გაუშვა და გათამაშების ლიდერ „ზენიტს“ „მშრალად დასრულებული“ თამაშების რაოდენობით დაეწია – გუნდმა 25 შეხვედრიდან 13 ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია“ – წერს „პრემიერლიგა“.